ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება

 

 

 

 ბოლო განახლების თარიღი: 20 ივლისი, 2023 წ.

                        

                        

                        

                        

შპს “POSTWAY”,  შემდგომში ექსპედიტორი კომპანია, ვებ-გვერდი:                    www.postway.ge

 

 

და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს POSTWAY-ის გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის პერსონალური ოთახის ნომერი, რომელიც დაფიქსირებული იქნება საერთო კომერციულ ინვოისში, და POSTWAY-ის მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

 

1.       ხელშეკრულების საგანი:

 

 

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორის საწყობებიდან, რომლებიც მდებარეობს ქ. ტრაბზონი (თურქეთი) და ქ. თბილისში (საქართველო), მომხმარებლის მიერ ჩაბარებული და ექსპედიტორის მიერ მიღებული საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

 

 

ქ. ტრაბზონში POSTWAY-ის მისამართი:

 

Pelitli mah. Selale sok. 35/A.TEL: +05349104886

 


 1.2 POSTWAY-ის ვებ-გვერდზე
 www.POSTWAY.ge რეგისტრაცია უფასო და ნებაყოფლობითია, ხოლო მომსახურების პირობები საჯაროა. POSTWAY-ის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.

 

2.       ტრანსპორტირების ღირებულება და გადახდა:

 

 

2.1        ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების რეალური/მოცულობითი წონიდან გამომდინარე. თურქეთიდან 1 (ერთი) კილოგრამის ტრანსპორტირების საფასურია 2.5$   5 (ხუთ) კილომდე. 5-10 კილომდე 1 კგ 1.90$. 10 კილოდან ზემოთ 1 კგ 1.60$. ბიზნეს ტარიფი 50 კილოდან ზემოთ 1 კგ 1.5$.     გადახდის დღისთვის არსებული TBC ბანკის აშშ დოლარის შესყიდვის კურსით ლარში.  ამანათების ტრანსპორტირების საფასური გამოითვლება მინიმუმ 100 (ასი) გრამის ღირებულებიდან.

 

2.2        კომპანია იტოვებს უფლებას, არასტანდარტული ზომის ( თუ რომელიმე პარამეტრი 51სმ ან მეტია) გაბარიტული ტვირთის შემთხვევაში ტრანსპორტირების საფასური გამოითვალოს მოცულობითი წონის მიხედვით. 

 

2.3        ტრანსპორტირების ინვოისი მომხმარებელს ეგზავნება ამანათის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

 

2.4        ტრანსპორტირების მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება კომპანიის ვებგვერდიდან საკრედიტო ბარათების და საბანკო გადარიცხვის (ინტერნეტ ბანკის) გამოყენებით.

2.5        ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათების წონის ღირებულება გამოითვლება რეალური და  მოცულობითი წონის გათვალისწინებით.  1 კილოს ტრანსპორტირება 5 კილომდე არის 10.5$ .  5-10 კილომდე 1 კილოს ტრანსპორტირება  9.9$.  10 კილოდან 9.5$. ბიზნეს ტარიფი 50 კილოდან 8.5$ 1კგ.

2.5       ამანათის წონის დამრგვალება ხდება 100 (ასი) გრამის სიზუსტით.

 

2.6       მომხმარებელი ვალდებულია ტვირთის შესაბამის ოფისში ჩასვლიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას განკარგოს ამანათი.

2.7   საბერძნეთიდან გამოგზავნილი ამანათების წონის ღირებულება,გამოითველბა რეალური წონით.ამანათის წონის დამრგვალება ხდება 100 (ასი) გრამის სიზუსტით. 1 კილოგრამის ტრანსპორტირება 5 კილომდე არის 3 ევრო ექვივალენტი ლარში. 5-10 კილომდე  ერთი კილოგრამის საფასური 2.5 ევრო.  10  კილოდან ზემოთ   ერთი კილოს საფასური  2.3 ევრო .ბიზნეს ტარიფი 50 კილოდან 2 ევრო 1 კილოს საფასური .

 

 

 

3.       მომხმარებელი ვალდებულია:

 

 

3.1        სრულად მიაწოდოს ექსპედიტორს ინფორმაცია გასაგზავნი ტვირთის შესახებ (ტვირთის კატეგორია), ასევე, ტვირთის შესაბამის ოფისში ჩაბარებისას მიუთითოს დეტალური ინფორმაცია ტვირთის მიმღების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოთახის ნომერი), აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.

 

3.2        მომხმარებელი ვალდებულია POSTWAY-ის ვებ-გვერდზე  დაადეკლარიროს პროდუქცია წინასწარ, რაც გულისხმობს ნივთის ღირებულების, ონლაინ მაღაზიის, გამგზავნი ქვეყნის და პროდუქციის კატეგორიის მითითებას.

 

3.3        საფრთხის შემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
 

3.4        ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

 

3.5        შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეფუთოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

 

3.6        მსხვრევადი ტვირთის შემთხვევაში, გამგზავნი თავად ფუთავს ამანათს და პასუხისმგებლობასაც თავად იღებს მის დაცულობაზე. 

 

3.7        POSTWAY-ი იტოვებს უფლებას გახსნას ნებისმიერი ამანათი, იმისათვის, რომ შემოწმდეს შიგთავსი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

  

3.8        მომხმარებელი ვალდებულია ამანათის შესაბამის ოფისში მიღებისას გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და POSTWAY-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

 

 

4.       საკურიერო მომსახურება:

 

 

4.1        POSTWAY-ი მომხმარებელს სთავაზობს საკურიერო სერვისს როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

 

4.2        მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სწორად მიუთითოს მიმღების მისამართი, რათა საკურიერო მომსახურება შეუფერხებლად შესრულდეს.

 

4.3        საკურიერო მომსახურება, თბილისის მასშტაბით, ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგიონალური საკურიერო მომსახურების ვადები განისაზღვრება შესაბამისი გრაფიკით. კვირას საკურიერო მომსახურება არ ხორციელდება.

  

 

               საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ამანათების გაგზავნა ხდება მიმღების მისამართის გათვალისწინებით.  რეგიონალური საკურიერო მომსახურების საფასური შეადგენს:

 

                 0-1კგ-მდე ამანათები- 9 (ცხრა) ლარი;

                         1-15 კგ-მდე ამანათები- 6 (ექვსი) ლარი;
 15კგ-დან ზემოთ ამანათების მიწოდების ტარიფები დადგინდება თბილისის საწყობში მიღების შემდეგ.

                                                                      

                 

 

 

4.4    საკურიერო მომსახურება ხორციელდება მომხმარებლის მიერ  მითითებულ მისამართზე ორჯერ. თუ ამანათის ჩაბარება ვერ მოხერხდება, კომპანია იტოვებს უფლებას საკურიერო მომსახურების საფასური გადაახდევინოს მომხმარებელს.ე

 

4.5 მიმღების მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ ამანათებზე რომლებიც საქართველოში არ ჩამოსულა, სხვა შემთხვევაში ამანათის მიტანა მიმღების შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.

 

4.6    არ დაიშვება მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში დარეკვით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

 

4.7      კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.

 

4.8      ტვირთის მიმღების მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე/ნომრებზე ტვირთის ჩაბარებამდე 10-15 წუთით ადრე, რათა გადასცეს მიმღებს

 

 

4.9    ტვირთის მისამართზე მიღებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

 

  

 

5  სამუშაო განრიგი და ამანათის მიღების პირობები:

 

 

5.1        კომპანია ფოსტვეი  მუშაობს 11:00-20:00 სთ-მდე.

 

               ორშაბათიდან კვირის ჩათვლით       

 

 

 

 

 

5.2        თურქეთიდან ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 (ოთხი-ექვსი) კალენდარულ დღეს.

 

 

 

5.3        ტვირთის გადასაზიდად ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავიაკომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავიაკომპანიებში.

 

 

6.       ამანათის გატანის პირობები:

 

 

 

6.1        პირადობის ან მინდობილობის საფუძველზე მესამე პირს შეუძლია გაიტანოს არა განსაბაჟებელი ამანათი, ხოლო განსაბაჟებელი ამანათის გატანა მესამე პირს შეუძლია მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

 

 

6.2        განსაბაჟებელი ამანათის გატანა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

 

 

7.       განბაჟება:

 

 

7.1        ამანათის დეკლარირება და შესაბამისი შესყიდვის ინვოისის ატვირთვა POSTWAY-ის ვებგვერდზე სავალდებულოა, ამანათის საწყობში ასახვიდან 24 საათის განმავლობაში.

                      ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

7.2        ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

7.3        საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების საფასურია 10 (ათი) ლარი, თითოეულ დეკლარაციაზე.
 

7.4        იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია POSTWAY-ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია POSTWAY-ი უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

 

 

8.       3პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია:

 

8.1        აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის ტრანსპორტირება:

                

                 ა) რეალური ფული, ფასიანი ქაღალდები, საბანკო ბარათები და ბანკნოტები;

                 ბ) ძვირფასი ქვები, პლატინა, ოქრო, ვერცხლი და მათგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი;

                 გ) საღებავი და ტოქსიკური ნივთიერებები;

                  დ) ფეთქებადი, აალებადი და სხვა საშიში ნივთები;

                  ე) ცეცხლსასროლი იარაღი ან მათი ნაწილები, ელექტროშოკერი, არბალეტი და ცივი იარაღები;

                 ვ) პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

                 ზ) ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;

თ) ნებისმიერი სახის არომატიზატორი.

 

ი) სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ რეცეპტით

გაიცემა;

კ) ცხოველები, ფრინველები, თევზები, მღრღნელები ან მათი ფიტულები;

ლ) რძის, ხორცის, თევზის პროდუქტები ან თამბაქოს ნაწარმი.

 

 

 

ჩინეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე მოქმედებს დამატებითი რეგულაციები. აკრძალულია შემდეგი ტიპის პროდუქციის ტრანსპორტირება:

 

ა) სითხეები

ბ) ფხვნილი

გ) საკვები

დ) ბატარეა

 

9.2 მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია     
 
POSTWAY-ი არ იღებს პასუხისმგებლობას საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

9.3 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას კომპანია POSTWAY-ის მეშვეობით, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის მომხმარებელისთვის დაბრუნებაზე ან ტვირთის მიმღებისათვის გადაცემაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომხმარებლისათვის მომსახურების უპირობო შეწყვეტას და საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანია POSTWAY-ისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

 

9.4 აღნიშნული ნუსხა არასრულია და POSTWAY-ი, როგორც ექსპედიტორი კომპანია, უფლებამოსილია არ გამოაგზავნოს საქართველოში ესა თუ ის პროდუქცია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. საჰაერო გზით გამოგზავნადი პროდუქციის ნუსხა ასეულ გვერდს შეადგენს, გააჩნია უამრავი გამონაკლისები და ნიუანსები, რომელიც კონკრეტული შემთხვევების დროს სათითაოდ განიხილება. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია სტანდარტული სიის გამოქვეყნება კომპანიის ვებ-გვერდზე.

 

9.5 კონკრეტული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანის თაობაზე, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს POSTWAY-ის  და დააზუსტოს ინფორმაცია, როგორც POSTWAY-თან, აგრეთვე შემოსავლების სამსახურთან.

 

 

10.   სხვა პირობები:

 

 

10.1    წინამდებარე მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ– გვერდზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.

 

10.2    POSTWAY-ი ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.

 

10.3    POSTWAY-ი უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუქის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

 

10.4    ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და გაუქმდება მისი რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ.

 

10.5    მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია POSTWAY-ი არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.

 

10.6    კომპანია POSTWAY-ი უფლებას იტოვებს შეუზღუდოს მომხმარებელს მომსახურება აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ან/და კომპანიის ინტერესების უხეში დარღვევისათვის.
 

10.7    POSTWAY-ი უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.

 

10.8    მომხმარებლის სახელის და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში ან ელ-ფოსტაზე და სხვა.

 

10.9    POSTWAY-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტური მასალა „ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან“ და „მომსახურების პირობების“ გვერდიდან წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

10.10     ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.